რეზონანსი
25.02.2017

 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს. სახელმწიფო სიმბოლო პარლამენტის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობებზე, ასევე პრეზიდენტის სასახლეზე დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული სამთავრობო ორგანოები ავრცელებენ.

2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

დაღუპული გმირების პატივსაცემად, იუნკერების ძმათა სასაფლაოზე ყვავილები გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა მიიტანეს.

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

ძირითადი ბრძოლა კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ იუნკერები.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×