რეზონანსი
25.02.2017

 საგამოძიებო ორგანოს ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი ამ დრომდე არ დაუკითხავს. გიორგი მამალაძემ პროკურატურის კითხვებს შესაძლოა ორშაბათს უპასუხოს. ამის შესახებ გუშინ, ე.წ მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორმა განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირის ხმის, კალიგრაფიის და „დე ენ ემ"-ის სინჯების აღებას დიდი დრო დასჭირდა და დეკანოზის დაკითხვა ამის გამო ვერ მოხერხდა.

გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დაკითხვის პროცედურას ხელოვნურად აჭიანურებს.

„გამოძიება იგნორირებას აკეთებს, რომ დაიკითხოს მამა გიორგი და ისე იქცევა, თითქოს არ აქვს მნიშვნელობა, დაიკითხება თუ არა დეკანოზი" , - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გიორგი მამალაძის უფლებადამცველი, გიორგი ფანცულაია, პროკურატურის მიერ, ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასულიერო პირის დაკითხვის გარეშე წამოსვლას აკრიტიკებს. ადვოკატი ფიქრობს,რომ დეკანოზი შესაძლოა ორშაბათსაც არ დაკითხონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×