რეზონანსი
25.02.2017

 ქუთაისში, კლინიკა „uncial medi"-ში პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში 3 დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. პაციენტი ჭიათურიდან ქუთაისში უგონო მდგომარეობაში, რეანომობილით გადაიყვანეს. გოგონა გარდაცვალებამდე რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პაციენტის ახლობლები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკა „uncial medi"-ის მთავარი ექიმის, შოთა მარუაშვილის განცხადებით, მკურნალობისას შეცდომები არ დაუშვიათ და პაციენტი აპარატიდან მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გამორთეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მისთვის უცნობია. სამედიცინო პერსონალი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×