რეზონანსი
25.02.2017

 საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას მასპინძლობს. კონგრესმენებმა პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, მიმდინარე რეფორმები და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკელმა კანონმდებლემა, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლეში განთავსებულ ექსპონატებს - მეფე ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და საქართველოს კონსტიტუციას გაეცნენ.

სტუმრებმა ასევე 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა, ნოე ჟორდანიას ბარელიეფი და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.

დღესვე კონგრესმენთა დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტის წევრებთანაც არის დაგეგმილი.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×