რეზონანსი
25.02.2017

 ფინანსურმა პოლიციამ, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. კანონმდებლობით თამბაქოს პროდუქციისთვის აქციზური მარკის დართვა სავალდებულოა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტი, „ბლექ ტიპ"-ი აქციზური მარკის გარეშე გაყიდეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს. რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×