რეზონანსი
25.02.2017

 ლიტვაში, ქალაქ შეშტოკაიში 60-მდე გერმანული ტანკი და საბრძოლო მანქანა ჩავიდა. გერმანიამ სამხედრო ტექნიკა ლიტვაში ნატოს მისიის ფარგლებში გააგზავნა.

ტექნიკით ნატო-ს ბატალიონი აღიჭურვება, რომელიც წელს გერმანელი, ნორვეგიელი, ჰოლანდიელი, ბელგიელი და ლუქსემბურგელი სამხედროებით დაკომპლექტდება.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის გაძლიერება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად გადაწყვიტა.

სამხედრო ალიანსმა ივლისის სამიტზე ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან 4 ბატალიონის გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატალიონები პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში განთავსდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×