რეზონანსი
25.02.2017

 აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობის უზრუნველყოფა ძალის საშუალებით არის შესაძლებელი და ქვეყანას უახლოეს მომავალში ისეთი ძლიერი არმია ეყოლება, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. განცხადება დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „REUTERS"-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, სამხედრო შეიარაღება გაიზრდება როგორც თავდაცვით ისე თავდასხმით სისტემებში.

„ეს ამერიკის ისტორიაში სამხედრო შეიარაღების ერთ-ერთი ყველა მასშტაბური გაძლიერება იქნება. იმედია ჩვენ არ მოგვიწევს ამ სისტემის გამოყენება. თუმცა, ჩვენთან დაძაბულობა ისედაც არავის სურს." , - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკა ამერიკელების უსაფრთხოებას ემსახურება, ხოლო საიმიგრაციო აკრძალვა და დეპორტაცია მხოლოდ ცუდ ადამიანებს ეხება.

ტრამპმა კონფერენციაზე მედიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალება, გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და მათ ამ წყაროების დასახელება მოსთხოვა. ტრამპის თქმით, ყალბი ინფორმაცია ამერიკელებისთვის მტერს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×