რეზონანსი
25.02.2017

 თეთრმა სახლმა მედიის ნაწილს, ბრიფინგზე დასწრება აუკრძალა. „CNN"-ის, „The New York Times"-ის, „BBC"-ის და სხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თეთრ სახლში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ, „The Independent"-ი წერს. ჟურნალისტებს დარბაზის შესასვლელთან განუმარტეს, რომ დამსწრეთა სიაში არ იყვნენ.

კოლეგების სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად, ბრიფინგი „Associated Press"-ის და ჟურნალ „Time"-ის კორესპონდენტებმაც დატოვეს.

ბრიფინგზე რამდენიმე მსხვილი ტელეკომპანიის, მათ შორის „ABC"-ის, „CBS"-ის, „NBC"-ის, „Fox News"-ის და სააგენტოების „Reuters"-ის და „Bloomberg"-ის კორესპონდენტები დაუშვეს.

„The Hill"-ის ცნობით, 24 თებერვალს, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ტრადიციული პრესკონფერენციის ნაცვლად, თეთრი სახლის სპიკერი, შონ სპაისერი ჟურნალისტების გაფართოებულ შემადგენლობას შეხვდებოდა.

ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე,პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალებების ნაწილს, შეერთებული შტატების მტრები უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს  „CNN"-ი და „New York Times"-ი მისი საქმიანობის არაობიექტურ გაშუქებაში არაერთხელ დაუდანაშაულებია.

 

 

.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×