რეზონანსი
25.02.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს.ამის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბუჩუკური თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს.

ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს. როგორც საქართველოს საპატრიარქოდან კონფიდენციალური წყარო „რუსთავი 2"-თან აცხადებს, პატრიარქს სოსო ოხანაშვილის შემცვლელი, თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.

წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. პოსტის გადაბარების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×