რეზონანსი
25.02.2017

 ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკამ "ოსკარის" ცერემონიის განრიგში ცვლილებები შეიტანა. "ოსკარზე" ნომინირებული სირიელი ოპერატორი, რომელიც ფილმ „თეთრი ჩაფხუტების" შექმნაში მონაწილეობდა, სტამბოლი-ლოს ანჯელესის ავიარეისიდან მოხსნეს და აშშ-ში გამგზავრების საშუალება არ მისცეს.

"ოსკარზე" ნომინირებულმა ირანელმა რეჟისორმა, ასგარ ფარჰადიმ კი  დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. რეჟისორი ლოს ანჯელესში არ მიემგზავრება და კოლეგებს ანალოგიური ზომებისკენ მოუწოდებს.

კინოხელოვანების ნაწილმა უარი თქვა წვეულებაზე, რომელიც ტრადიციულად ცერემონიის წინა დღეს იმართება. ისინი ბევერლი ჰილსში, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. მსახიობებმა ტრამპის ადმინისტრაცია სამოქალაქო თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×