რეზონანსი
25.02.2017

 საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მორიგი გატაცება შიდა ქართლში მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მკვიდრი დააკავეს.

69 წლის ამირან გუგუტიშვილი საკუთარ ბაღში ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული. ის ოკუპანტებმა ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება. ოჯახის წევრები დაკავების დეტალებზე არ საუბრობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×