აზეირბაიჯანის და სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში შეტაკების შესახებ წერენ. უცხოური მედიის ცნობით, არიან დაღუპულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC" ავრცელებს.
აზერბაიჯანის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულ ჯარებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციის გარღვევა სურდათ.
„მოწინააღმდეგეს სტრატეგიული წერტილების დაუფლება სურდა. აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს აიძულა უკან დაეხია. დანაკარგი ორივე მხარეს აქვს" , - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამსახურის განცხადებაში.
სომხური წყაროების მიხედვით, თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.
„სომხური მხარე იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და სიტუაციას არ ამწვავებს" , - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამსახურში.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები განმარტავენ,რომ აზერბაიჯანის არმიამ შაბათს ღამით, კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული შეტაკება დაიწყო, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.