რეზონანსი
25.02.2017

 ტაბახმელაში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალს, მთელი დღის განმავლობაში პატივს მიაგებენ. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მემორიალთან ყვავილები მიაქვთ.

გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში ყოფნისას ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, კოჯრის ტყეში, იმ ტერიტორიაზე, სადაც იუნკერების სანგრები იყო, ტურისტული ზონა მოეწყობა. ტერიტორიის აღდგენისა და მოწყობისთვის საჭირო თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა .

„ჩვენ ვაპირებთ იმ შემაღლებებზე, სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ კონკრეტულად სად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში შეიქმნება მუზეუმი, რომელშიც იუნკერებთან დაკავშირებული ყველა ექსპონატი მოიყრის თავს.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ ადგილის დათვალიერება ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×