რეზონანსი
25.02.2017

 საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიიონის მეუღლის დასაქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC" ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ბრალდების დოკუმენტის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ბრალად საბიუჯეტო სახსრების მითვისება, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივი გამოყენება ედებათ.

ფრანსუა ფიიონის მეუღლის წინააღმდეგ სკანდალური გამოძიება, ერთ-ერთი გამოცემის სტატიას მოჰყვა.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, პენელოპა ფიიონი რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლის თანაშემწის თანამდებობისთვის ხელფასს იღებდა, თუმცა რეალურად არ მუშაობდა, რამაც ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი დააზარალა. მსგავსი ბრალდებები ფიიონის შვილების მიმართაც არსებობს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ფინანსურ დარღვევებს უარყოფს, მან პირობა დადო, რომ თუ გამოძიების მთავარი ობიექტი გახდება, საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება.

ყოფილი პრემიერი, „რესპუბლიკელი" ფრანსუა ფიიონი ამ დრომდე საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა, მას რეიტინგებით მარინ ლე პენმა გადაუსწრო. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ასევე ცენტრისტების წარმომადგენელს, ემანუელ მარკონს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×