რეზონანსი
25.02.2017

 საფრანგეთში „Obama17"-ის სახელით, ბარაკ ობამას მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს. აქტივისტებს აშშ-ის ექსპრეზიდენტის საფრანგეთის მეთაურად არჩევა სურთ. ორგანიზატორებმა პარიზის ქუჩებში ობამას 500 პოსტერი გააკრეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „CNN" ავრცელებს.

„შეუძლია თუ არა საფრანგეთს, რომ პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიოს? რეალურად, ეს შეუძლებელია, თუმცა „Obama17"-ის კამპანიის ორგანიზატორებს ეს ფაქტი ხელს არ უშლით",-წერს „CNN"-ს ჟურნალისტი.

„ეს ნამდვილი სიგიჟეა. თუმცა ვის აინტერესებს, რომ ის ფრანგი არ არის? ის ხომ ბარაკ ობამაა", - ამბობს კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„Obama17"-ის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ პეტიციისთვის მილიონ ხელმოწერას შეაგროვებენ.

„ჩვენ გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ ხალხი დაიღალა ფრანგი პოლიტიკოსებით. ვიცით, რომ ეს არასერიოზულია და ხუმრობაა, მაგრამ ხალხს მოსწონს ეს ხუმრობა" , - განაცხადა „CNN"-თან ინტერვიუში, „Obama17"-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

საფრანგეთის არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. თუ ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავა. არჩევნების მეორე ეტაპი 7 მაისს ჩატარდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×