რეზონანსი
26.02.2017

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი 70 წლის ამირან გუგუტიშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ამირან გუგუტიშვილი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე საკუთარ ბაღში შეშას აგროვებდა, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ის ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ჯერჯერობით ოჯახს არავინ დაკავშირებია.

გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გუგუტიშვილების საცხოვრებელი სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს. ამირან გუგუტიშვილი ოჯახთან ერთად ამ დრომდე სოფელ კოშკაში ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×