რეზონანსი
26.02.2017

 ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით "მიცუბიშის" ფირმის ავტომობილი აალდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი. რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობაც აიკრძალა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×