რეზონანსი
26.02.2017

 პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის მცდელობა, ე.წ. ციანიდის საქმესთან მისი დაკავშირება მოხდეს.

მისი შეფასებით, რაც ხდება, გარედან მართული პროცესებია. "მიმდინარე პროცესები არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადებით, პატრიარქს უთხრეს თითქოს მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა. „არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება,"

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია მსგავსი ბრძოლებისგან გათავისუფლდეს. ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×