რეზონანსი
26.02.2017

 წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა.

ნათესავების ინფორმაციით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

მათივე თქმით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.

დაზარალებული ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×