რეზონანსი
26.02.2017

 აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ბანკი "კრედოს" შენობას ქარმა სახურავი გადახადა, საიდანაც გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებულია ათამდე ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები. შესაბამისი სამსახურები ამ დროისთვის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×