რეზონანსი
26.02.2017

 გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერში დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, სკვერში 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. მოსახლეობა მერიას ნებართვის უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებს.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტს ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ. აქციას დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია შეუერთდება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ინვესტორს სხვა ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზოს და გლდანის მოსახლეობას სკვერი უნდა შეუნარჩუნდეს.

პროტესტს გლდანის გამგებელიც გამოეხმაურა. „შევთავაზეთ მშენებელს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა და მშენებელი არის კატეგორიულ უარზე და ტერიტორიას არ თმობს," - განაცხადა დიმიტრი ორმოცაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×