რეზონანსი
27.02.2017

 მამა გიორგი მამალაძე გამოძიების შეკითხვებს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში პასუხობს. პროკურორები ჩვენების ასაღებად უკვე შევიდნენ.

საქმის პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დეკანოზს ჩვენების მიცემა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს. ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა,რომ დაცვის მხარის განცხადებები,რომ თითქოს პროკურატურა გამოძიებას აჭიანურებს, მიზანმიმართული სპეკულაციაა.

ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული დეკანოზის ჩვენება ე.წ. ციანიდის საქმეს სრულად შეცვლის. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის უფლებადამცველმა, მიხეილ რამიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხეში მისვლისას განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მამალაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ობიექტურად შეაფასებს, ბრალდების ვერსია შესაძლოა შეიცვალოს და გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს.

„ჩვენება თავდაყირა დააყენებს პროკურატურის ბრალდებას, მის საფუძველს და საერთოდ არსებობას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკავებულია და თითქმის ერთი კვირაა, რაც აცხადებს, რომ მზად არის დასაკითხად.

საგამოძიებო ორგანომ აქამდე მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. ბრალდებულს დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშები აუღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×