რეზონანსი
27.02.2017

 ბრიუსელში დღეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე და ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე, ევროკაშირის ქვეყნების ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ. ეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ბოლო ეტაპი იქნება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაანონსებულია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი გადაწყვეტილებას ხელს პირველ მარტს მოაწერენ.

ხელის მოწერის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში, გადაწყვეტილება ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება,ძალაში კი 20 დღის შემდეგ შევა.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას სავარაუდოდ მარტის ბოლოდან შეძლებენ.

ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩი, ნატალია საბანაძე უვიზო მიმოსვლის დეტალებსა და გადაადგილების შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ განმარტავს.

„ბიომეტრიული პასპორტები, გარკვეული დოკუმენტაცია მაინც საჭირო იქნება, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. კარგი იქნება თუ აქვთ ჯავშანის დასტური, რისთვის მიემგზავრებიან, უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ საზღვარზე კითხვებს დაუსვამენ" , - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×