რეზონანსი
27.02.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში, აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენაში ადანაშუალებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით,აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, სომხეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ამის შესახებ ეჭვი საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. ოპოზიციური პარტიის თქმით, ამაზე კარაპეტიანის განცხადებაც მიანიშნებს, რომლის მიხედვითაც ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და აზერბაიჯანთან ურთიერთობას გააფუჭებს. ამ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა რურუამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს ყველანაირი წინაპირობის გარეშე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფაქტი გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ასევე გამორიცხავს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას" , - განაცხადა ნიკა რურუამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×