რეზონანსი
27.02.2017

 ვეტერანებმა მეტრო „რუთაველთან" გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ღვაწლმოსილი ვეტერანების დაფასებას ითხოვენ. მათ დღეს მოთხოვნები 8 პუნქტად ჩამოაყალიბეს, ერთ-ერთი მოთხოვნით ხელისუფლებას ომის ვეტერანთა ინსტიტუციური დევნის და მათი ასაკობრივი დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსებასა და ფუნქციონირების აღდგენასაც ითხოვენ.

ვეტერანები ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

აქციას სტუდენტური მოძრაობა „ აუდიტორია 115"-ის წევრებიც შეუერთდნენ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×