რეზონანსი
27.02.2017

 მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ხალხმრავალ დემონსტარციაზე, რუსმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობა შეახსენეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობაში 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქტივისტებს ჰქონდათ ლოზუნგები - „რუსეთი გათავისუფლდება!", „პუტინი - ომია!". ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო „telegraph"-ი წერს.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს, სეირნობის დროს მოკლეს. მისმა მკვლელობამ რუსეთის ოპოზიციურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია. დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციამ წინა წელთან შედარებით, გაცილებით მეტი მხარდამჭერის მობილიზება შეძლო.

რუსეთის პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე, ბორის ნემცოვი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ხშირად აკრიტიკებდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×