რეზონანსი
27.02.2017

 საქართველოს ჩემპიონმა „სამტრედიამ" სუპერთასის შეხვედრაში, ქუთაისის „ტორპედოს" 2:1 მოუგო. სუპერთასის ფინალური მატჩი 26 თებერვალს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

„ტორპედოს" ერთადერთი გოლი გიორგი გურულს ეკუთვნის, „სამტრედიას" გამარჯვება კი დავით რიჟამაშვილის და გიორგი ბერიაშვილის გოლებმა მოუტანა.

„სამტრედიამ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული შარშან პირველად მოიპოვა. მარტვილში გამარჯვებით კი ქვეყნის სუპერთასსაც პირველად დაეუფლა.

გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვეს. სუპერთასის მოგებისთვის „სამტრედიას" 50 ათასი ლარი გადაეცა.

„ახლა სეზონი იწყება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც მოვა და უკვე იქ ვეცდებით,რომ ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ", - განაცხადა საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას" კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×