რეზონანსი
27.02.2017

 უცხოური მედიის ცნობით, ჩილეში სასმელი წყლის დეფიციტი უამინდობამ გამოიწვია. ინფორმაციას გამოცემა „Reuters"-ი ავრცელებს.

ძლიერმა წვიმამ ქვეყნის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაბინძურდა წყლის რეზერვუარებიც. წყალდიდობამ დედაქალაქ სანტიაგოსთან ახლოს წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზი დააზიანა, რის გამოც, მილიონზე მეტი ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მთავრობამ სკოლების, ბაღებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩილეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო 3 ადამიანი დაიღუპა, 19 კი უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×