რეზონანსი
27.02.2017

 დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირის სახელი და გვარი დაასახელა. ამის შესახებ ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. უფლებადამცველი არ აკონკრეტებს ვისზე იყო საუბარი.

ფანცულაიას თქმით, დაკითხვის პროცესში ბრალდების მხარემ შეკითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დასვა, თუმცა ადვოკატი არც შეკითხვების შინაარსს აკონკრეტებს.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, დაკითხვა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და გამოძიება ყველა იმ შეკითხვას სვამს, რაც დაცვის მხარის ინტერესებში შედის.

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა,შემდეგ ერთსათიანი შესვენება გამოცხადდა. კანონის თანახმად დაკითხვის პროცესი 8 საათზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×