რეზონანსი
27.02.2017

 „დელტას" წარმოება ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში" სტუმრობისას განაცხადა. მან აღინიშნა, რომ ქართული სამხედრო ცენტრის მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე აღიარების პოტენციალი აქვს.

„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე. „დელტას" მიერ წარმოებულ პროდუქციას აქვს საკმაოდ კარგი აღიარება საერთაშორისო ბაზარზე," - განაცხადა ლევან იზორიამ.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში მინისტრმა ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას" ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს „დელტას" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა კვარაცხელიამ უმასპინძლა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×