რეზონანსი
27.02.2017

 საქართველოში 27 თებერვალი - 5 მარტის ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

უნალექო ამინდი 3 მარტამდე შენარჩუნდება. 1 - 2 მარტს დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დათბება.

3 - 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 - 6 მარტს ისევ გამოიდარებს და დათბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×