რეზონანსი
27.02.2017

 ამერიკული მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის მოღვაწეობა, დადებითად გამოკითხულთა 44%-მა შეაფასა, ხოლო 48% თეთრი სახლის ახალი ლიდერით უკმაყოფილოა. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის რეიტინგის შესახებ კვლევას „NBC News"-ი და „Wall Street Journal"-ი ატარებდნენ.

როგორც „NBC News"-ი წერს, აშშ-ის ისტორიაში პირველად ხდება,რომ ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურს უარყოფითი შეფასება აქვს.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე მხარს მოსახლეობის 83% უჭერდა. ჯორჯ ბუშისა და ბილ კლინტონის პოპულარობა კი 61%-68% იყო.

გამოკითხვა 18-22 თებერვალს ჩატარდა. მისი ცდომილება ყოველ 1000 რესპოდენტზე, +/- 3,1 პროცენტია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×