რეზონანსი
28.02.2017

 დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს, რის შემდეგაც მას საბოლოოდ უყრიან კენჭს. მესამე მოსმენაზე მხოლოდ სტილისტური ხასიათის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი, კანონპროექტის შინაარსი აღარ შეიცვლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი 1 აპრილამდე უნდა შეიცვალოს, ამიტომ დეპუტატები კანონპროექტს მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.

თუ პეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებს, უმრავლესობის წევრები მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის რეკომენდაციები მათთვის მიუღებელი იქნება, ვეტოს დაძლევენ.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, მესამე მოსმენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მმართველი გუნდი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში" ყურადღებას განხილვის დაჩქარებულ ტემპებზე ამახვილებენ.

„სააგენტო, რომელიც შემოთავაზებულია „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, ისევ არ არის დამოუკიდებელი, პირიქით, პირდაპირ ბმაში არის უსაფრთხოების სამსახურთან, რაც არის დარღვევა" , - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კანონპროექტს მხარს არც „ევროპული საქართველო" უჭერს. პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტის მსგავსი სახით დამტკიცებას, უკანონო მოსმენების გაგრძელება მოჰყვება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×