რეზონანსი
28.02.2017

 „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად ოპერატიულად გაფრინდნენ.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და დანარჩენ ტურისტებთან ერთად თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×