რეზონანსი
28.02.2017

 საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.კანონმდებლობით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზური მარკის დართვა სავალდებულოა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი „მასტერი" მალულად გაასაღა. უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×