ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე „ციანიდის საქმეზე" გამოძიების კითხვებს მთავარ პროკურატურაში პასუხობს.
მიტროპოლიტი გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა. მისი თქმით, პროკურატურას კითხვები ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაუჩნდა.
„გამოვრიცხავ ჩვენებაში ჩემი გვარი დაესახელებინოს, ვინაიდან მამა გიორგისთან არ მქონია ურთიერთობა. ერთადერთხელ მქონდა წერილობითი მიმოწერა" , - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
მეუფეს თქმით, თუ პროკურატურა გაუთქმელობის პირობის დადებას მოსთხოვს, ის ამას არ დათანხმდება.
„შეიძლება კურიოზი მოხდეს და მკვლელობის მომზადების მუხლი გაუთქმელობის დარღვევის მუხლით შეიცვალოს. დღეს გამოჩნდება, მართავს თუ არა პროკურატურას საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრო-რუსული, დამპყრობლური ძალები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.