რეზონანსი
28.02.2017

 ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე არავის ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები, რეალური მიზეზის არსებობის გარეშე არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანით, თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურა შეიცვლება.

თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.საქართველოს მოქალაქეს, განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება არ ექნება.

ისრაელი რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×