რეზონანსი
28.02.2017

 მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს,რომ ბრალდებულმა დაკითხვის პროცესი სპეციალურად ჩაშალა.

პროკურორის თქმით, დეკანოზი ექიმებმა გასინჯეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია. ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებული დაკითხვას თავს განგებ არიდებს და მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყავს.

„გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ველოდებოდით ამომწურავ პასუხს. როგორც კი ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმა დავაპირეთ, მან  გამომძიებლებთან შეხვედრაზე საერთოდ უარი განაცხადა და კიდევ ერთხელ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.ექიმებმა ბრალდებული ორჯერ გასინჯეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია და მას დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეეძლო" , - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×