რეზონანსი
28.02.2017

 თბილისის მერიამ „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი 11 საჯარო სკოლას მოემსახურება.

ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისში ამ ეტაპზე სულ 50 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს. დღეს ადაპტირებული ტრანსპორტი მე-60 საჯარო სკოლას გადაეცა. დედაქალაქის მერია დამატებით კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს.

„მიკროავტობუსები მოემსახურებათ, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×