რეზონანსი
28.02.2017

 „გოლდენ სტეიტში" გადასვლის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას ყველაზე მეტი - 15 ქულა ჰქონდა მოპოვებული. დღეს კი ფილადელფიაში, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 15 წუთში, გუნდს 16 ქულა მოუტანა და "გოლდენ სტეიტში" საკუთარი რეკორდი დაამყარა. ზაზა ფაჩულიამ თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო.

ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა მოიპოვა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა, ხოლო სტეფ ქარიმ 33 წუთში 19 ქულა აიღო. ქარისთვის შორი სროლების მხრივ ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, მან 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.

"გოლდენ სტეიტი" 50 გამარჯვებით და 9 მარცხით „NBA"-ის ლიდერობას ინარჩუნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×