ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტს დღეს რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენით კენჭს უყრიან. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მოსმენების გასაღები ახალ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება.
ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული მოდელი მიუღებელია. „ნაციონალურ მოძრაობაში" იმედი აქვთ,რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს.
„მოსმენები ისევ რჩება სუს-ის უფლებამოსილებაში და შესაბამისად ივანიშვილს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მოსმენები გამოიყენოს როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი" , -განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნება" არ იზიარებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში მის დასაძლევად მზად არის.
„შევქმენით სისტემა, რომელიც ე.წ. ოქროს შუალედს უზრუნველყოფს. მოველი, რომ პრეზიდენტიც სიღრმისეულად განიხილავს თემას. საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციების შესრულება სახეზეა და ვფიქრობ ვეტო ამ თემაში არ უნდა გამოიყენოს" , -აცხადებს გია ვოლსკი.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, „თუ საგამოძიებო ორგანოებს ფარული მიყურადების განხორცილების საშუალება არ ექნებათ, ისევ მოქალაქეები დაზარალდებიან.მათ დამნაშავეებთან სახელმწიფო პირისპირ არ უნდა ტოვებდეს".