რეზონანსი
01.03.2017

 სამართალდამცველებმა მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში 1979 წელს დაბადებული ნ.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 27,16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,57 გრამ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×