საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის" ჟურნალისტი ლაშა მესხი სამსახურიდან გაათავისუფლეს.მისი განმარტებით, ერთი თვის წინ 13 თანამშრომელს ერთთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ვადაც გუშინ ამოიწურა. თუმცა, სამსახურიდან მხოლოდ ის გაუშვეს. მესხის განცხადებით, ეს არის შეტევა არა მხოლოდ მასზე, არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე.
„13 ადამიანიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი ის, რომელიც კოჰაბიტირებული მენეჯმენტისთვის ხელისშემშლელი იყო. ჩემი განსხვავებული აზრები გახდა იმის საფუძველი, რომ მე აღარ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი" , - განაცხადა ლაშა მესხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ ფაქტზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე ლაშა მესხთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.გიორგი გვიმრაძეს არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა სხვა თანამშრომლების გათავისუფლება.