რეზონანსი
01.03.2017

 შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი 8 ქალბატონს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო.

ზვიად ქორიძის თქმით, 93 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს. მათ შორის 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.დანარჩენ 64-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

სულ შეწყალების კომისიამ, 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 890 საქმე განიხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×