რეზონანსი
01.03.2017

 6 დღის წინ სენაკში დაკარგულ ნიკა გაბეჩავას, მდინარე ტეხურაში ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცი, 8 წლის მოზარდთან ერთად ჯართის შესაგროვებლად მდინარესთან წავიდა, სადაც მისი თქმით, ბავშვი წყალში გადავარდა, თუმცა მეზობელს ამის შესახებ არავისთვის შეუტყობინებია. ბავშვის ნათესავები მომხდარში მეზობელს ადანაშაულებენ.

დაკარგული მოზარდის მშობლებმა და ნათესავებმა თბილისი-სენაკი- ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.მათი განცხადებით, ბავშვის სამძებრო სამუშაოებში არასაკმარისი რაოდენობის მაშველები მონაწილეობენ. ისინი ძებნაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ.

გზის გადაკეტვის გამო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით პოლიციის მოთხოვნით გზა გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×