რეზონანსი
01.03.2017

 აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე პირველი მოხსენებით წარდგა და ერთთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ამერიკელი ხალხის უპირატესობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ბოროტებას და ზიზღს მკაცრად შეებრძოლება.

აშშ-ს პრეზიდენტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს გეგმავს. „იყიდე ამერიკული და შექმენი სამუშაო ადგილები ამერიკელებისთვის". ტრამპის თქმით, ახალი გეგმა ამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. პრეზიდენტმა კონგრესს საერთო ეროვნული გარდაქმნის კანონპროექტის დამტკიცება სთხოვა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, „თითქმის 6 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა ახლო აღმოსავლეთში, ამ დროს კი ჩვენი ინფრასტრუქტურა ნადგურდება. ამ თანხით ჩვენი ქვეყნის აშენება 2-ჯერ, შესაძლოა 3-ჯერაც კი მოგვესწრო".

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პრიორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საზღვრების დაცვა იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×