რეზონანსი
01.03.2017

 დონალდ ტრამპი კონგრესში, კანონმდებლების წინაშე სიტყვით პირველად წარდგა. ეკონომიკის გარდაქმნა, პრინციპულად ახალი საგადასახადო სისტემა, ემიგრაციის შეზღუდვა, საგარეო ურთიერთობები და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, დონალდ ტრამპმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ამ საკითხებზე გაამახვილა.

„ჩვენი საემიგრაციო კანონები ბოლოს და ბოლოს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ხელფასები, დავეხმაროთ უმუშევრებს, დავზოგოთ მილიარდები და უზრუნველვყოთ საერთო უსაფრთხოება" , - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა, ეკონომიკის გარდა საემიგრაციო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. ტრამპმა ყურადღება აშშ-ნატოს ურთიერთობებზეც გაამახვილა და ალიანსის წევრებს ვალდებულებების გადახდა კიდევ ერთხელ შეახსენა.

ტრამპმა აშშ-ის ღია საზღვრების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ნარკოტიკული საშუალებების შეტანას შეებრძოლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო ქვეყნის ისლამური ტერორიზმისგან დაცვის საკითხს და განაცხადა, რომ ტერორიზმში ბრალდებულთა უმრავლესობა იმიგრანტია. ტრამპმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმაც განიხილა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×