რეზონანსი
01.03.2017

 ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინელებისთვის ვიზების გაუქმებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ, უცხოური გამოცემა „korrespondent.net"-ი იუწყება. ახლა შეთანხმება ევროპარლამენტის კომიტეტმა, ევროპარლამენტმა და შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

რეგულაციაში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ,უკრაინის მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. ცვლილება 180-დღიან პერიოდში 90 დღით, საქმიან, ტურისტულ და საოჯახო ვიზიტებს შეეხება. უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაო ვიზას, ასევე არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო „Twitter"-ზე გამოეხმაურა და მას ფორმალური, მაგრამ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„მივესალმები რადა-ევროკომისია-ევროპარლამენტის ტრიალოგის დასრულებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე", - განაცხადა პოროშენკომ.

რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს, ევროკავშირის მუდმივი წვერი ქვეყნების წარმომადგენლები 2 მარტს განიხილავენ. კორესპონდენტის ინფორმაციით, უკრაინელებს უვიზოდ გადაადგილება ზაფხულში,დაახლოებით 12 ივნისისთვის შეეძლებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×