რეზონანსი
01.03.2017

 ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. ისტორიულ დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება, 28 მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×