რეზონანსი
01.03.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. მათ ნაცვლად, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის ტერიტორიას, წვევამდელები დაიცავენ.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთვის სამსახურიდან გაშვების მიზეზი არავის განუმარტავს. მათივე თქმით, სამსახურის გარეშე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებიც დარჩნენ.

ყოფილი თანამშრომლების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებთ, ისინი გაფრთხილების გარეშე არ გაუთავისუფლებიათ. შსს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კადრები კანონის სრული დაცვით არიან აყვანილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×